მთავარ კონტენტზე გადასვლა
ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია

ვეტერინარიისა და ნუტრიციოლოგიის საკონსულტაციო მიმართულება

ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია გთავაზობთ საკონსულტაციო და პრაქტიკულ სერვისებს ვეტერინარიისა და ნუტრიციოლოგიის მიმართულებით. სერვისი გულისხმობს ასოციაციის წამყვანი ექსპერტების მიერ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას.

მიზნობრივი სექტორები:

ფერმერული მეურნეობები

მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, აკვაკულტურა

საკვების მწარმოებელი საწარმოები

კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოები

ფარმაცევტული კომპანიები

ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანიები

დარგობრივი მიმართულებები

4 ძირითადი ვეტერინარული დეპარტამენტი

სპეციალიზებული კლინიკური, ქირურგიული და ნუტრიციოლოგიური მხარდაჭერა

მეცხოველეობა (Livestock / Cattle & Swine)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი და მეღორეობა

კომპლექსური ვეტერინარული და ზოოტექნიკური მომსახურება ფერმერული მეურნეობებისთვის: ჯანმრთელობის სისტემური მონიტორინგი, რეპროდუქცია, ქირურგია და ჩლიქების ორთოპედიული მოვლა.

ძირითადი კომპონენტები:

  • კლინიკური კონსულტაცია და გადაუდებელი ქირურგია
  • ვაქცინაციის გეგმის შედგენა და ბიოუსაფრთხოების აუდიტი
  • კვების რაციონის ოპტიმიზაცია (მეხორცული და მეწველი მიმართულება)
  • ჩლიქების ორთოპედიული დამუშავება
  • თერაპიული ჩარევა, ფერმის მენეჯმენტი, ხელოვნური განაყოფიერება & ექოსკოპია

მეფრინველეობა (Poultry)

ბროილერი, მეკვერცხული ფრინველი და ინკუბატორები

სამრეწველო და ფერმერული მეფრინველეობის სრული ვეტერინარული ზედამხედველობა: იმუნიზაცია, პათანატომიური დიაგნოსტიკა და ჰიგიენური აუდიტი.

ძირითადი კომპონენტები:

  • ვეტერინარული კონსულტაცია და პათანატომიური გაკვეთა
  • სპრეი ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გეგმის შემუშავება
  • ბიოუსაფრთხოების შეფასება
  • კვების რაციონი (ბროილერი და მეკვერცხული ფრინველი)
  • ინკუბატორის ოპერირებისა და ჰიგიენის აუდიტი

აკვაკულტურა (Aquaculture / Fisheries)

საკალმახე, სატბორე და სათევზე მეურნეობები

სათევზე მეურნეობების ვეტერინარული მხარდაჭერა: წყლის ხარისხის ჰიდროქიმიური ანალიზი, დაავადებათა დიაგნოსტიკა და სიკვდილიანობის პრევენცია.

ძირითადი კომპონენტები:

  • თევზის მეურნეობების ვეტერინარული ზედამხედველობა
  • კლინიკური დიაგნოსტიკა და გაკვეთა
  • წყლის პარამეტრებისა და დაავადებათა პრევენცია
  • კომბინირებული საკვების ხარისხის მონიტორინგი და რაციონის შერჩევა

კომპანიონი ცხოველები (Companion Animals / Pet Care)

წვრილი ცხოველები: ძაღლი, კატა და პარტნიორი კლინიკა

კომპანიონი ცხოველების ამბულატორიული და ქირურგიული სერვისები, სტერილიზაციის პროგრამები და დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის კლინიკა) სრული კლინიკური მომსახურება.

ძირითადი კომპონენტები:

  • ვერეტინარული კონსულტაცია
  • დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის პარტნიორ კლინიკაში) ქირურგიული ოპერაციები, თერაპია, გრუმინგი და სტერილიზაცია
  • პროფილაქტიკური ვაქცინაცია და ანტიპარაზიტული დამუშავება
  • კომპანიონ ცხოველთა კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები ცხოველთა კეთილდღეობისთვის

ძირითადი სერვისები

საკონსულტაციო და პრაქტიკული ვეტერინარული მომსახურება საქართველოს მასშტაბით

ექსპერტები

მეცხოველეობის კომპლექსური ვეტერინარული სერვისი

მსხვილფეხა პირუტყვიმეწველი ძროხამეხორცული პირუტყვიღორი

კლინიკური კონსულტაცია, ქირურგია, ჩლიქების ორთოპედიული დამუშავება, ვაქცინაციის გეგმები და ექოსკოპია.

კლინიკური უპირატესობები:

  • ცხოველთა სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება და ნახირის ჯანმრთელობის სტაბილურობა
  • ჩლიქების პროფესიული დამუშავება და კოჭლობის პრევენცია
  • სერვის-პერიოდის ოპტიმიზაცია და რძის/ხორცის პროდუქტიულობის ზრდა

მეფრინველეობის ვეტერინარული სერვისი და სპრეი ვაქცინაცია

ბროილერიმეკვერცხული ქათამიინდაურისაფრინველე ფაბრიკები

პათანატომიური გაკვეთა, სპრეი ვაქცინაციის გეგმები, ბიოუსაფრთხოება და ინკუბატორის აუდიტი.

კლინიკური უპირატესობები:

  • ფრინველის ერთგვაროვანი იმუნური ფონი და მაღალი სიცოცხლისუნარიანობა
  • ინფექციური კერების სწრაფი ლოკალიზება პათანატომიური გაკვეთით
  • ინკუბატორის ჰიგიენისა და გამოჩეკვის მაჩვენებლების გაუმჯობესება

აკვაკულტურის ვეტერინარული ზედამხედველობა

კალმახიკობრიზუთხისებრნისათევზე მეურნეობები

თევზის მეურნეობების ვეტერინარული მეთვალყურეობა, გაკვეთა და წყლის პარამეტრების კონტროლი.

კლინიკური უპირატესობები:

  • თევზის სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება აუზებსა და ტბორებში
  • წყლის ოპტიმალური ჰიდროქიმიური პარამეტრების შენარჩუნება
  • ჯანსაღი და მაღალპროდუქტიული თევზის მარაგის გამრავლება

კომპანიონი ცხოველების ვეტერინარული მომსახურება

ძაღლიკატაკომპანიონი ცხოველებიცხოველთა თავშესაფრები

ვეტერინარული კონსულტაცია, ქუთაისის პარტნიორ კლინიკაში ქირურგია, თერაპია, გრუმინგი და სტერილიზაცია.

კლინიკური უპირატესობები:

  • მაღალი სტანდარტის ქირურგიული და თერაპიული ჩარევა
  • კომფორტული სერვისი დასავლეთ საქართველოს რეგიონში (ქუთაისი)
  • ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესება და უპატრონო ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური კონტროლი

ჩლიქების ორთოპედიული დამუშავება

მეწველი ძროხამეხორცული ხარიდეკეული

სპეციალიზებული სადგომით ჩლიქის კორექცია, კოჭლობის მკურნალობა და პრევენციული დამუშავება.

კლინიკური უპირატესობები:

  • კოჭლობის შემთხვევების 80%-ით შემცირება ნახირში
  • ცხოველის კომფორტის და საკვების მიღების აქტივობის ზრდა
  • რძის წველადობის აღდგენა და ეკონომიკური ზარალის პრევენცია

ნუტრიციოლოგია და კვების რაციონის ოპტიმიზაცია

მსხვილფეხა პირუტყვიფრინველიღორისაკვების საწარმოები

სამეცნიერო რაციონების შედგენა მეხორცული და მეწველი მიმართულებით, კომბინირებული საკვების ექსპერტიზა.

კლინიკური უპირატესობები:

  • საკვების კონვერსიის კოეფიციენტის (FCR) გაუმჯობესება
  • მეტაბოლური დაავადებების (აციდოზი, კეტოზი) პრევენცია
  • პროდუქციის თვითღირებულების ოპტიმიზაცია
ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა იცოდეთ მომსახურების შესახებ

გჭირდებათ ოპერატიული კონსულტაცია ან ექსპერტის ვიზიტი?

ჩვენი ექსპერტები მზად არიან გაგიწიონ ოპერატიული სატელეფონო კონსულტაცია და დაგეგმონ საველე ვიზიტი თქვენს ობიექტზე.

+995 591 73 45 45