ორგანიზაცია და მისია
ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია (YVA)
„ყველანი ერთად ცხოველთა ჯანმრთელობისთვის“
ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია (YVA) არის პროფესიული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა საქართველოში თანამედროვე ვეტერინარული მედიცინის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით.
ასოციაციის დამფუძნებლები არიან გამოცდილი და ახალგაზრდა პრაქტიკოსი ვეტერინარები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო და აკადემიურ სივრცეში.
მისია, ხედვა და ერთიანი ჯანმრთელობა
ასოციაციის მისია
საქართველოში ვეტერინარული სექტორის მდგრადი განვითარება, დარგობრივი გამოწვევების გადალახვა და ახალგაზრდა ვეტერინართა კონსოლიდაცია ერთიანი ჯანმრთელობის (One Health) პრინციპით.
ერთიანი ჯანმრთელობა (One Health & AMR)
ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტია „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფცია: ცხოველის, ადამიანისა და გარემოს განუყოფელი ურთიერთკავშირი, ანტიბიოტიკორეზისტენტობის (AMR) პრევენცია და სურსათის უვნებლობის დაცვა ფერმიდან სუფრამდე.
“ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაციის დამფუძნებელთა ხედვაა, რომ საქართველოში ვეტერინარული სექტორის განვითარებისთვის, ფარმაცევტულ კომპანიებს, კომბინირებული საკვების მწარმოებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ ფერმაში მომუშავე ვეტერინარებს შორის საჭიროა არსებობდეს საერთო ხედვა: თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ვეტერინარული სექტორი მომავალში, რა კუთხით უნდა განვითარდეს, რა გამოცდილების გაზიარებაა ვეტერინარებისთვის საჭირო დარგში არსებული გამოწვევების გადასალახად, რომელი მიმართულებით არის საჭირო სტუდენტი ვეტერინარების გადამზადება დარგში არსებული ვეტერინარული კადრების დეფიციტის შესავსებად და რა ცოდნაა სასურველი ვეტერინარებისთვის, რომლის დაუფლებასაც ვერ ახერხებენ ასეთი ცოდნის წყაროს არარსებობის გამო.”
იურიდიული სტატუსი და საკონტაქტო რეკვიზიტები
თბილისი, სოფელი ნასაგური, ტბის ქუჩა
იურიდიული: მოსე თოიძის N 58
